სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს თავს დაესხნენ875 2017.09.06
სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებს თავს დაესხნენ
უფლდემაცვლი ანა არგანაშვილის ინფორამციით, გუშინ თავს დაესხნენ სოცილური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს. ინფორმაციას ამის შესახბე პარტნიორობა ადამიანის უფლებების წევრი ,,ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ,,როგორც აქ წერენ, გუშინ თავს დაესხნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკებს. ჟურნალისტებმა იქნებ გადაამოწმოთ რა ხდება. რომელ ბავშვთა დაცვაზეა ლაპარაკი, თავად ისინი არიან დასაცავი ვინც ბავშვები უნდა დაიცვან და მათი 99% რა თქმა უნდა ქალია. საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ინსტიტუცია რომელზეც ქვეყნის სოციალური სფერო დგას, დასაცავია...“,- წერს არგანაშვილი. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ რომ სოციალურ მუშაკებზე ფიზიკურ ძალადობის ფაქს ადასტურებენ. როგორც სააგენტოში აცხადენბენ შემთხვევა გუშინ გლდანი-ნაძალდევის განყოფილებაში მოხდა. სოციალურ მუშაკებს სააგენტოში მინდობოლობით ერთი ოჯახის სამი ბავშვი უნდა გადაეყვანათ. თუმცა ოჯახის უფროსმა ბავშვმა სააგენტოში გადასვლაზე უარი გადაცხადა და დედასთან დარჩა. შესაბამისად, ოჯახიდან მხოლოდ ორის გადაყვანა მოხდა. სააგენტოში აცხადებენ რომ გადაყვანის შემდეგ ბავშვების დედა უფროს შვილთან ერთად და სააგენტოში მივიდა და ინციდენტიც სწორედ აქ მოხდა. სოციალური მუშაკები ამჯამად სააგენტოში იმყოფებიან. შსს-მ ინციდენტში მონაწილეები უკვე გამოკითხა.