დღევანდელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა - ომბუდსმენი "ციანიდის საქმეზე"821 2017.09.05
დღევანდელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა - ომბუდსმენი "ციანიდის საქმეზე"
"ციანიდის საქმეზე" შვიდთვიანი უწყვეტი მონიტორინგის შედეგებზე სახალხო დამცველმა ისაუბრა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, დღევანდელი განაჩენით "მართლმსაჯულება არ აღსრულდა". ომბუდსმენი თვლის, რომ გამოძიების დროს დაშვებულმა დარღვევებმა გავლენა იქონია სასამართლოს მიმდინარეობაზე. უჩა ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა სასამართლო სხდომების სრულად დახურვას, რაც მისი შეფასებით საჭირო არ იყო, მისივე თქმით, მხარეები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. ნანუაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს დასაბუთების გარეშე შეეზღუდა უფლება ამოეღოთ აეროპორტის ჩანაწერი, დაკავების სრული ვიდომასალა. მისივე შეფასებით, საქმიდან "ხელოვნურად გამოყოფილი" გამოძიება, რაც უშუალოდ ციანდს ეხება, უშედეგოდ მიმდინარეობს და არ არის დადგენილი პირი, ვისგანაც ნივთიერების შეძენა მოხდა. სახალხო დამცველი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დაკვირვებას ზემდგომ ინსტანციებში განაგრძობს და დღევანდელი განაჩენის სამოტივაციო ნაწილს ელოდება