ხობის №2 სკოლის დირექტორმა ასავალ-დასავალის წინააღმდეგ ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას მიმართა924 2017.09.05
ხობის №2 სკოლის დირექტორმა ასავალ-დასავალის წინააღმდეგ ჟურნალისტურ ეთიკის ქარტიას მიმართა
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო ხობის №2საჯაროსკოლის დირექტორის, ნანა ქვარაიას განცხადება გაზეთ “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ. სადავო გახდა გაზეთის მიერ გამოქვეყნებული ორი მასალა – 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია“ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2საჯაროსკოლის მოსწავლეების მიერშექმნილ ვიდეოს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ “სტატიებში დასახელებული ფაქტები არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული ინფორმაცია მიწოდებულია არასაიმედო წყაროს მიერ, ასევე ორივე შემთხვევაში გამოქვეყნებულია არასრულწლოვანი ბავშვების სურათები მშობლების თანხმობის გარეშე. მათი სურათების გამოქვეყნება მიზნად ისახავს ამ ბავშვების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიერ მათ გაკიცხვას.” აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები – 1 (სიზუსტე), 3 (დადასტურებული წყარო), 4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება), 7 (დისკრიმინაცია), 8 (ბავშვის ინტერესები).