უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდება1509 2017.09.04
უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გართულდება
საქართველოს მოქალაქეობის საგანმონაკლისო წესით მინიჭების კრიტერიუმები იცვლება.პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სულ უფრო მზარდია იმ პირთა რიცხვი, რომელთაც მოქალაქეობის მინიჭება სურთ. ამიტომ კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მიდგომების სრულყოფაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, არსებული სტატისტიკის თანახმად, სულ უფრო მზარდი ხდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება საგამონაკლისო წესით სურთ. პირველ სექტემბრამდე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭება საკმაოდ ლიბერალური ხასიათს ატარებდა, თუმცა ახალი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ხდება, საჭიროა, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილის გამოჩენა და მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით მიდგომების სრულყოფა და დახვეწა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო მეტად იხვეწება მიდგომები საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი თვლის, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრების ჩართულობა მოქალაქეობის მინიჭების პროცესში. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისათვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.