პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება789 2017.09.04
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება
პირადობის დამადასტურებელი მოწმობების უფასოდ გაცემა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მისცემს. აქცია იმ მოქალაქეებს შეეხებათ, ვისაც არ გააჩნიათ არცერთი მოქმედი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სერვისით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.