შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 832 ფაქტი გამოავლინა851 2017.07.18
შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო სამართალდარღვევის 832 ფაქტი გამოავლინა
10-16 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 832 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 11,164 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 123 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 104 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 605 შემთხვევა“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში. წყარო : bpn.ge