საადვოკატო ბიურო OK & CG-ს  დამფუძნებლის  სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთ889 2017.07.17
საადვოკატო ბიურო OK & CG-ს დამფუძნებლის სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთ
14-15 ივლისს, ბათუმში სასტუმრო „შერატონში“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-სა , „ევროკავშირი საქართველოსთვის“ , „ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის“ ინიციატივით მოსამართლეთა და ადვოკატთა ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა შრომის სამართლის აქტუალური საკითხებზე. საადვოკატო ბიურო “OK & CG”-ის დამფუძნებელმა,ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა ღონისძიების ფარგლებში შრომის სამართლის პრაქტიკულ გამოწვევებზე, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პერპსექტივებსა და საქართველოს შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. „მოგეხსენებათ, შრომითი უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია საქართველოში, შესაბამისად მსგავს შეხვედრებს, კონფერენციებსა თუ ვორქშოფებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ კუთხით პოზიტიური ნაბიჯების გადადგმისკენ. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა დარეგულირდეს შრომითი ურთიერთობები და რა კუთხით უნდა დაიხვეწოს საკანონდებლო ბაზა.ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში სულ მალე შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები აღარ იარსებებს“- განაცხადა OK & CG-ის დამფუძნებელმა - ოთარ კაჭკაჭაშვილმა.