error1117 2017.06.13
შეუძლიათ თუ არა ნათესავ-ახლობლებს, ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების „შავ სიაში“ მოგვახვედრონ -

მას შემდეგ, რაც ბაზარზე ონლაინ საკრედიტოები გაჩნდა, მსესხებელთა რაოდენობა 350 პროცენტით გაიზარდა. ფაქტია, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და პირგასამტეხლოს მიუხედავად, მოქალაქეები კომერციულ ბანკებზე ხშირად, სესხისთვის სწორედ ონლაინ საკრედიტოებს მიმართავენ . ამისი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ის არის, რომ საქართველოში ონლაინ სესხების აღება გაცილებით მარტივია. იმის განსაზღვრა, თუ რამდენად მიზნობრივად ხარჯავენ აღებულ სესხს მოქალაქეები, რა თქმა უნდა, რთულია, თუმცა ფაქტია, რომ მომხმარებლები ცდუნებას ვერ უძლებენ და მარტივად აღებულ ფულს ხშირად მარტივადვე ხარჯავენ, ის რისკები და საფრთხეები კი, რაც ონლაინ სესხების აღებას ახლავს თან, რატომღაც ავიწყდებათ. „კვირა“ დაინტერესდა, რამდენად დამაბრკოლებელია ონლაინ სესხის გაცემისას ის გარემოება, რომ სესხის აღების მსურველი ე.წ. შავ სიაშია რეგისტრირებული და შეუძლია თუ არა მოქალაქეს ნათესავ-ახლობლის „შავ სიაში“ მოხვედრა უზრუნველყოს. ამ კითხვით, Ok & CG-ის ადვოკატს, დავით მუმლაძეს მივმართეთ, რომელიც აცხადებს, რომ რიგითი მოქალაქე არ არის უფლებამოსილი შესაბამისი თხოვნით მიმართოს „კრედიტ ინფო საქართველოს“, რომელიც მსგავს საკითხებს არეგულირებს.„რიგით მოქალაქეს არ აქვს უფლებამოსილება, მესამე პირის, იქნება ეს ნათესავი თუ სხვა, ე.წ. შავ სიაში რეგისტრირება მოახდინოს, ამისი უფლებამოსილება აქვთ ბანკებს, საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტებს და პირებს, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. ამასთან, არსებობს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი,რომელიც გაფორმდა საქართველოს ეროვნულ ბანკს -„კრედიტინფო საქართველოსა“ და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმასაც, რომ არ შეიძლება ბანკმა მხოლოდ იმის გამო, რომ ესა თუ ის მოქალაქე „შავ სიაშია“, უარი უთხრას მას სესხის მიცემაზე, ეს არის ეროვნული ბანკის რეგულაცია და კრედიტის მიმღების უფლებების დაცვას ემსახურება. კომერციული ბანკებისგან განსხვავებით, ეს ვალდებულება არ ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ონლაინ საკრედიტოებზე. მიუხედავად ამისა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებები, ძირითად შემთხვევაში, უპრობლემოდ გასცემენ „შავ სიაში“ მყოფ მოქალაქეებზე სესხებს, რადგან საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციები იმდენად დიდი აქვთ, რომ რისკების განხილვისას, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს „შავ სიაში“ მოხვედრილისთვის სესხის გაცემა, მათი ძირითადი მომხმარებლები კი არიან ის პირები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი მონაცემები, რათა კომერციული ბანკებისგან აიღონ სესხი. ეს ყველაფერი კი ონლაინ სესხებთან დაკავშირებით არსებულ კატასტროფულ ვითარებას კიდევ უფრო ზრდის. არსებობს სასამართლო პრაქტიკა, როდესაც მოქალაქეებს უჩივლიათ ონლაინ საკრედიტოებისთვის, მაღალი პირგასამტეხლოს გამო, სასამართლოს გაუთვალისწინებია ბაზარზე არსებულ პრაქტიკა და იმის მიხედვით გამოუტანია გადაწყვეტილება, თუმცა ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები სასამართლო დავაზე არ მიდიან და უწევთ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა“, -აცხადებს დავით მუმლაძე.მისივე თქმით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, „კრედიტინფო საქართველოსა“ და საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, „შავ სიაში“ მოხვედრის შემთხვევაში, არც სესხის აღების მსურველ პირს და არც მის ოჯახის წევრს, მხოლოდ ამ გარემოების გამო, სესხის მიღებაზე უარი არ უნდა ეთქვას. წყარო :http://kvira.ge/335817#prettyPhoto

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა