error1265 2017.12.27
2012-დან 2017 წლამდე საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტი 60%-ით გაიზარდა

2012 წლის შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. შედეგად, 2017 წლის ბიუჯეტის გეგმით გათვალისწინებულია 4,1 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 60%-ით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


„საკონსტიტუციო სასამართლოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი (2011-2017 წლებში საშუალოდ 75%) მიემართება მოსამართლეების და აპარატის საშტატო თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ დასაქმებულ თანამშრომელთა ოდენობა კლებადი ტენდენციით ხასიათდება, სასამართლოს გაზრდილი დაფინანსების პირობებში ყოველწლიურად იზრდება შრომის ანაზღაურების ხარჯები. 2012 წელს შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი შეადგენდა 1 915,6 ათას ლარს. ეს თანხა ყოველწლიურად ეტაპობრივად იზრდებოდა და 2017 წლის გეგმით შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია 2 762 ათასი ლარი“.


წლების განმავლობაში თანამშრომელთა ოდენობის კლების ფონზე, შრომის ანაზღაურების ხარჯების ზრდას, მნიშვნელოვნად განაპირობებდა როგორც ფიქსირებული ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების მატება, ასევე სასამართლოში არსებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის პრაქტიკა. (იხ.ფოტო)

 

2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 7 000 ლარის ოდენობით განისაზღვრა, თავმჯდომარის მოადგილის და მდივნის - 6300 ლარით, ხოლო სასამართლოს წევრის - 6000 ლარით. ამ ცვლილებამდე თავმჯდომარის ანაზღაურება შეადგენდა 5 650 ლარს, მისი მოადგილის- 4 800 ლარს, ხოლო სასამართლოს წევრის - 4400 ლარს.

 

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური სარგო ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოს საჯარო სექტორში, 2012-2017 წლებში მოსამართლეებზე დამატებით მაინც აქტიურად გაიცემოდა პრემიები და სახელფასო დანამატები. „ამ პერიოდში მოსამართლეებზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაცემულია 2014 წელს 502,8 ათასი ლარი. წინა წლებთან შედარებით 2014 წელს პრემიებისა და სახელფასო დანამატების მნიშნელოვანი ზრდა განაპირობა სასამართლოს თავმჯდომარის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით თითოეულ მოსამართლეზე ყოველთვიურად 4 335 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატის დანიშვნამ. 2014 წლის მიწურულს მოსამართლეების ყოველთვიური სარგოს ზრდის კვალდაკვალ, აღნიშნულ ბრძანებაში შევიდა ცვლილება და ყოველთვიური დანამატები გარკვეულწილად შემცირდა. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური სახელფასო დანამატია 2985 ლარი, მისი მოადგილის და მდივნის 2835 ლარი, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის - 2735 ლარი“- ნათქვამია IDFI-ს კვლევაში. (იხ.ფოტო 1) 

 

კვლევაში ვკითხულობთ, რომ 2014 წლის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ზრდის და სახელფასო დანამატების დანიშვნის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსამართლეთა ანაზღაურება. ამასთან, გარკვეული პერიოდულობით მოსამართლეებზე თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემიის გაცემის პრაქტიკა ისევ შენარჩუნებულია. კერძოდ, „2012-2013 წლებში სხვადასხვა მოსამართლეზე წლიურად გაცემული პრემიის ოდენობა 20 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე მერყეობს, ხოლო 2014 წლის შემდეგ 9 ათასიდან 17 ათასამდე. სასამართლოს თავმჯდომარის მიერ კონკრეტულ მოსამართლეზე პრემიის ოდენობის განსაზღვრისას შესაბამისი დასაბუთების არ არსებობა აჩენს პრემიების არაობიექტური კრიტერიუმებით გაცემის მნიშვნელოვან რისკებს“.

 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა