error 573 2016.06.14
საადვოკატო ბიურო „OK & CG”–მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავა მოუგო
საადვოკატო ბიურო „OK & CG”–მ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ დავა მოიგო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი შესწავლისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძვლიანი განხილვის შედეგად მიიღო. მოცემული საქმე მემკვიდრეობის საფუძველზე უძრავი ქონების რეგისტრაციას შეეხებოდა. მოქალაქე მ.დ–მ 2015 წლის 6 თებერვალს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე. რეგისტრაციისათვის მოქალაქემ სარეგისტრაციო ორგანოს შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინა, თუმცა, აღნიშნულ ორგანოში დაბრკოლებას წააწყდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 მარტის გააწვეტილებით, შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება. საპასუხოდ, მოქალაქე მ.დ–მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა მათი გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სამწუხაროდ, მოპასუხემ მიიჩნია, რომ საჩივრის დაკმაყოფილებისათვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. განხილულ დავაში, საადვოკატო ბიურო „OK & CG”–ს ადვოკატები მ.დ–ს ინტერესებს იცვადნენ და თვლინენ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება უსამართლო იყო და მას რეალური სამართლებრივი დასაბუთება არ გააჩნდა. საბედნიეროდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მთლიანად გაიზიარა საადვოკატო ბიურო „OK & CG”–ისა და მოქალაქე მ.დ–ს პოზიცია, ბათილად სცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება და დაავალა მას მოქალაქის საკუთრებაში აღნიშნული უძრავი ქონების რეგისტრაცია.
სხვა სიახლეები
19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას