error 522 2016.05.23
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის წარმომადგენლები იურისტთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესს დაესწრნენ
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის დირექტორი და იურისტები ქალაქ ბარსელონაში იურისტთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესს დაესწრნენ თემაზე: „ინტერნეტი : გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“(The Internet:Challenges to Peace and Freedom) კონგრესის ორგანიზატორი და მხარდამჭერია იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ესპანეთის ხელმძღვანელობა; ასევე, ორგანიზატორები არიან „ბარსელონის ადვოკატთა პალატა“, „გერმანიის და ესპანეთის ასოციაცია კულტურისა და ეკონომიკის დარგში“(HISPALEM), „ფონდი კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება 2005“ და „ესპანეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. კონგრესზე განხილული იქნა თანამედროვეტექნოლოგიების მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოწინავე სამართლებრივი სისტემები ამ სფეროში; ინტერნეტის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. რა ახალი დაბრკოლებები/პერსპექტივებია მოსალოდნელი თანამედროვე სამყაროში. აღნიშნულ დისკუსიებში, საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და განიხილავდნენ ყველა იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ამ კუთხით არსებობს საქართველოსა და დანარჩენმსოფლიოში. საადვოკატო ბიურო "OK & CG" მიესალმება მსგავს პროექტებს და გამოთქვამს მზაობას მუდმივად მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს სამართლებრივი პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვას.
სხვა სიახლეები
19 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველთათვის რეგისტაცია დაიწყო

23 მაი

ცვლილებები ადვოკატთა საკვვალიფიკაციო გამოცდაში

20 მაი

სამედიცინო პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა დაჯარიმებას გამოიწვევს

20 მაი

51-ე სკოლის მეთორმეტეკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

20 მაი

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

16 მაი

2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

16 მაი

2018 წელს საქართველოში თავი 389 ადამიანმა მოიკლა, 477-მა სცადა

15 მაი

„OK&CG“ მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

15 მაი

ოთარ კაჭკაჭაშვილი: ქვეყანაში ბევრი საექსპერტო დაწესებულება უნდა გაიხსნას