error3210 2023.02.14
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

სტაჟირების ვადა 5 თვე; 
ანაზღაურება: 400 ლარი (მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გარეშე) 
სტაჟირების მსურველი პირების  შერჩევა მოხდება 3 ეტაპად: 

- CV - ის საფუძველზე; 
- გასაუბრება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში; 
- წერითი დავალება; 

სტაჟირებისათვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:  სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 
  
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მაგისტრის ხარისხი ან იმყოფებიან მაგისტრატურის
დამამთავრებელ სემესტრში და  გავლილი აქვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის
პროგრამის ფარგლებში თეორიული მოსამზადებელი კურსი; 
  
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ  CV გამოგზავნოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე:  info@myadvokat.ge
ელექტრონული შეტყობინების სათაურში აუცილებელია   სტაჟირების პროგრამის მითითება; 
  
განცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა  2023 წლის 10  მარტი;