საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებსა და აპარატის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტი იქნა განხილული.
წევრთა ფართო ჩართულობისა და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადვოკატთა ასოციაციაში შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა და საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებულ არაერთ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, მათ შორის: სამოქალაქო დავებზე პირველ ინსტანციაში სასამართლო წარმომადგენლობა ადვოკატის მიერ, პროფესიული საიდუმლოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება, ადვოკატის სტაჟიორის საპროცესო უფლებამოსილებები, სასამართლო ხარჯების სამართლიანი განაწილება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, უკანონო საადვოკატო საქმიანობის აკრძალვა, ფიზიკური პირის მიერ საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის საშეღავათო დაბეგვრა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება ადვოკატის საქმიანობაზე, შეღავათი სახელმწიფო ბაჟში ადვოკატის ჰონორართან დაკავშირებულ დავებზე, და სხვა. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/3z7rKLk
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მუხლობრივად განიხილეს პარლამენტის წევრების მოსაზრებები და პოზიციები საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით და შეთანხმდნენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების გადამუშავებული ვერსიის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება.
სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ჩატარდა.
წყარო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა
ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!
რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?
„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ
ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები
რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები