საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა საქმეებზე №1313 №1298 „თამაზ მეჭიაური საქართველოს წინააღმდეგ“. დავის საგანს წარმოადგენდა, მუნიციპალური საკრებულოს მიერ მერისთვის უნდობლობის გამოცხადების ინიცირების საფუძვლები. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მერის გადაყენება უნდა უკავშირდებოდეს მის მიერ მანდატის ბოროტად გამოყენებას, კანონის დარღვევას ან სხვა რაიმე ობიექტურ გარემოებას, სადავო ნორმები კი საკრებულოს ანიჭებდა უფლებამოსილებას, დაუსაბუთებლად შეეწყვიტა უფლებამოსილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის, ეს მომჩივანმა მიიჩნია უფლებების დარღვევად. მოპასუხე ასაბუთებდა, რომ მერი პოლიტიკური თანამდებობის პირია და ასეთი პირები ექვემდებარებიან გათავისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული სარჩელი და განმარტა, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებას ზიანი შეიძლება, მიაყენოს არამხოლოდ თანამდებობის ბოროტად გამოყენებამ, არამედ მერსა და საკრებულოს შორის შეუთანხმებლობამ, რაც გამოიწვევს საკრებულოს გადაწყვეტილებების დროული და ეფექტური აღსრულების შეფერხებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია რომ მერის თანამდებობიდან გათავისუფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. მან ასევე იმსჯელა იმ მექანიზმზე, რომელიც უზრუნველყოფს უფლებამოსილების ხშირი შეწყვეტის შედეგად თვითმმართველი ერთეულის საქმიანობის პარალიზების საფრთხის პრევენციას, სასამართლოს შეფასებით ის გარანტიები, რომელიც გათვალისწინებულია კანონით, ამცირებს უნდობლობის გამოცხადების მექანიზმის თვითნებურად და ზედაპირულად გამოყენების რისკებს და უზრუნველყოფს მერის მიერ საკუთარი ფუნქციის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას.
კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა
სამშენებლო ობიექტებზე, სასტუმროებსა და რესტორნებში სამუშაო დრო 48-დან 40 საათამდე შემცირდა
მედიაცია იურისტებისთვის - ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი
„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“
რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?
იმიტირებული გამოცდა - შესაძლებლობა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მსურველთათვის
ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პაკეტის განხილვა
მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილება შედის
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული წესები გამკაცრდა