error 1584 2020.05.10
იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

  იურიდიული კომპანია „OK&CG“ კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს. Viber, WhatsApp,Facebook Messenger, Skype - ამ და სხვა ინტერნეტ პლატფორმების საშუალებით მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, კომპანიის იურისტებთან ვიდეო კონსულტაცია გაიარონ მათთვის საინტერესო,ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე. 

 მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე კვირაა, ახალ კორონა ვირუსთან (Covid-19) დაკავშირებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე საადვოკატო ბიურო „OK&CG“ მომსახურების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული და მომხმარებლებს ონლაინ პლატფორმების საშუალებით ემსახურება.  აქამდე კომპანიის იურისტები მომხმარებლებს საკონსულტაციო მომსახურებას OK&CG-ის facebook-გვერდის მეშვეობით უწევდა, თუმცა ბოლო პერიოდში, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომსახურების ახალი პლატფორმის ვიდეო კონსულტაციების დანერგვა. 

 როგორც კომპანიის დამფუძნებელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი განმარტავს, მომხმარებლებს სრულფასოვანი, ამომწურავი სამართლებრივ კონსულტაცია ესაჭიროებათ, რისი მიღებაც მხოლოდ მესენჯერ-მიმოწერით ვერ ხერხდება და აუცილებელი გახდა ისეთი ფორმატის შემოღება, რომელიც მიახლოვებული იქნებოდა ოფისში პირისპირ შეხვედრის ფორმატთან. 

„ხშირად გვწერენ, გვირეკავენ და გვეკითხებიან როდის შეძლებენ ოფისში მოსვლას და ამა თუ იმ სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციის მიღებას. ვინაიდან ჩვენი კომპანია ითვალისწინებს ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება იძლევა, ამ სერვისს, ანუ მომხმარებლებლებთან უშუალო შეხვედრებსა და კონსულტაციებს სიტუაციის დასტაბილურებამდე ვერ შევძლებთ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, დავნერგოთ ვიდეო კონსულტაციების ფორმატი, რაც ასე მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის“.

როგორც კომპანიის იურისტები განმარტავენ, ვიდეო კონსულტაციის მისაღებად მომხმარებლებმა უნდა შეავსონ ერთგვარი სარეგისტრაციო ცხრილი, სადაც შეიყვანენ სახელ-გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას, ვიდეო კონსულტაციისთვის სასურველ დროს, კონსულტაციისთვის სასურველ პლატფორმას (Viber, WhatsApp,Facebook Messenger, Skype და სხვ.) და კონსულტაციის თემას; 

„ვიდეო კონსულტაციის მიღება მომხმარებელს სამართლის ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ საკითხზე შეეძლება, იქნება ეს სისხლის სამართალი, სამოქალაქო სამართალი,ადმინისტრაციული სამართალი, საოჯახო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი თუ სხვა. მას შემდეგ, რაც მომხმარებელი რეგისტრაციას გაივლის, ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდება და დამატებით დეტალებს შეათანხმებს,“- განმარტავენ კომპანიაში.

ვიდეო კონსულტაციაზე ჩასაწერად გაიარეთ რეგისტრაცია აქ: http://tiny.cc/3hjsoz 


 იურიდიული კომპანია OK&CG გისურვებთ ჯანმრთელობას! დარჩი სახლში, ჩვენი იურისტები კი დისტანციურად, ვიდეო კონსულტაციებით გაგიწევენ იურიდიულ მომსახურებას თქვენთვის საჭირო ნებისმიერ საკითხზე!
 

სხვა სიახლეები
10 სექ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

09 სექ

„ახალი კოვიდ-რეგულაციები“

31 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

24 აგვ

სისტემატიური ძალადობა, რომელმაც არასრულწლოვანი,სავარაუდოდ, თვითმკვლელობამდე მიიყვანა

27 ივლ

მერიის მოთხოვნა შენობის დემონტაჟის შესახებ სასამართლომ არ დააკმაყოფილა-OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!