error 1121 2020.02.18
როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

საადვოკატო ბიურო "OK&CG" საინტერესო დავას აწარმოებს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან მესაკუთრეთა უფლებების და საკუთრების ინსტიტუტის დაცვას ემსახურება. 

 

დავის არსი:

2014 წლის 18 მარტს ერთი მხრივ შპს მისო "ბ.-სა" და მეორე მხრივ, იურიდიული კომპანიის კლიენტს თ. ქ. ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. 

 

 მითითებული ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად, კრედიტის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 3 500 ( სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ოდენობით.

მსესხებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა თ. ქ.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

 

ხელშეკრულებაში იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილ მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა 3 500 აშშ დოლარი. 

 

კრედიტის პირველი ნაწილი მსესხებელზე გაიცა 1000 დოლარის ოდენობით, ხოლო სესხის თანხა გაიზარდა  2000 დოლარით. 

თ.ქ.-მ საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხი ( ჯამურად 3000 დოლარი) დაფარა 2014 წლის 06 ივნისს, ხოლო ამავე დღეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ თ.ზ-ზე გაიცა ახალი სესხი დამატებით 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საბოლოოდ, თ. ქ.ს მიერ სესხის სახით 2016 წლის მაისის თვეში დამატებით აღებულ იქნა 1750 აშშ დოლარი. 

 

შესაბამისად, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის მოცულობა გასცდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრულ საკრედიტო ლიმიტს. (3500 აშშ დოლარი).

 

საბოლოოდ, თ.ქ.-ს მიერ როგორც ძველი ისე ახალი საკრედიტო დავალიანება სრულად იქნა დაფარული.

 

მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების შედეგად გაეუქმებინა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკა.

 

მხარეთა შეთანხმების მიხედვით იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3 500 აშშ დოლარით, შესაბამისად უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმების ვალდებულება მოპასუხე მხარეს წარმოეშვა ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც მსესხებლის მიერ დაფარული სესხის თანხის ოდენობამ მიაღწია 3500 აშშ დოლარს. 

 

მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხე მხარე არ ახდენდა იპოთეკის უფლების გაუქმებას რის გამოც მოსარჩელე მხარემ "OK&CG"-ის ადვოკატების წარმომადგენლობით სასამართლოს მიმართა. 

 

კომპანიის ადვოკატის სალომე მაისურაძის სასარჩელო მოთხოვნა იყო:

-გაუქმდეს თ.ქ.-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე შპს მისო "ბ."-ს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება.

 

ჩვენი ადვოკატის მითითებით იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის მოვალის პასუხისმგებლობის ზღვარი. აღნიშნული განპირობებულია იპოთეკის სამართლებრივი ბუნებით, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშობა და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე. 

ამასთან, საკრედიტო ლიმიტი არ გულისხმობს კრედიტის მრავალჯერ, შეუზღუდავად გაცემას ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკრედიტო ლიმიტი თავის ფუნქციას კარგავს.

 

ქონების მესაკუთრეს ხელშეკრულების გაფორმების არცერთ ეტაპზე არ განუცხადებია თანხმობა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეცვლის, გაზრდის თაობაზე, ამიტომ დაუშვებელია მისი საკუთრების იპოთეკის საგნად დატოვება ვალდებულების შესრულების შემდეგ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ სრულად გაიზიარა ადვოკატის სალომე მაისურაძის სასარჩელო მოთხოვნა, მისი სამართლებრივი დასაბუთება და დაადგინა, რომ მოსარჩელის ქონებას მასზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლება უნდა მოეხსნას. 

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მომხმარებელს რათა დაიცვან სასესხო ვალდებულებისას მათი საკუთრება. 

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე