error 961 2020.01.22
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ კიდევ ერთი ადმინისტრაციული დავა წარმატებით დაასრულა. 

 

იურიდიული კომპანიის ადვოკატის, სალომე მაისურაძეს, წარმომადგენლობით განხორციელებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ უნდა გაუქმდეს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

 

ჩვენი მარწმუნებლის განმარტებით,  მოპასუხე  წარმოადგენს მის ყოფილ მეუღლეს, მათ ჰყავთ საერთო შვილები.

 

შემაკავებელ ორდერში მითითებული გარემოებები რეალობას არ შეესაბამებოდა, კერძოდ, მეუღლე ნ. ნ -სთვის ჩვენს მარწმუნებელს არასდროს არ მიუყენებია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

როგორც იურიდიული კომპანიის წარმომადგენელმა, სალომე მაისურაძემ აღნიშნა,  შემაკავებელი ორდერი გამოცემული იყო უსაფუძვლოდ და არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. 

 

მოპასუხემ თავის მხრივ განმარტა, რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემას საფუძვლად დაედო განცხადება და  გამოკითხვის ოქმი. მისი მტკიცებით შემაკავებელი ორდერი გამოცემული იქნა პრევენციის მიზნით, მითითებული დროებითი ღონისძიება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნა გამოცემული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი. 

 

საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასებისა და შინაგანი რწმენის ურთიერთშეჯერების შედეგად, თბილისის სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენი მარწმუნებლის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ყოფილი მეუღლის მიმართ უსაფუძვლოდ გამოცემული შემაკავებელი ორდერი გაუქმდა.

 

კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’;

საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

სხვა სიახლეები
11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK & CG“ აცხადებს ვაკანსიას სისხლის სამართლის ადვოკატის პოზიციაზე

09 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

08 იან

აღმასრულებელი საბჭოს მნიშვნელოვანი განცხადება ადვოკატის პროფესიასთან დაკავშირებით

08 იან

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისათვის