error1219 2020.01.08
ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისათვის

ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისთვის
გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული
გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY
LABOUR LAW REVIEW) 2020 წლის გამოცემისთვის.

 

  • სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;
  • ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
  • ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:
  • ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი/შესატანი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
  • ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;
  • ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;
  • ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო უცხოენოვანი – Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების
  • ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;
  • ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს, ხოლო
  • რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან;
  • ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ,
  • ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით.
  • რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები;
  • მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან
  • არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;

 

  • ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;დოკუმენტები მიიღება 2019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – contlablawrev@gmail.com (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება).

 

იხ. ჟურნალის Facebook გვერდი – https://www.facebook.com/CONTEMPORARYLABOURLAWREVIEW/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ
მისამართებზე. 

სხვა სიახლეები
30 აგვ

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!

13 აგვ

რა შეიცვალა იარაღის შენახვისა და გადატანის წესებში?

28 ივლ

„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

21 ივლ

პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ

15 ივლ

ვინ არიან უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეები

09 ივლ

რას მოიცავს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები

30 ივნ

ადვოკატებს რიგის გარეშე შეეძლებათ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი

23 ივნ

პარლამენტმა პანდემიის სამართავად ცვლილებებს დაუჭირა მხარი

16 ივნ

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

13 ივნ

თურქეთმა სტამბოლის კონვენცია დატოვა