error 383 2019.12.02
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმი გააფორმა

საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ის დირექტორმა დავით მუმლაძემ და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დამფუძნებელმა გიორგი ამირანაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და შრომის სამართლის აქტუალური საკითხები მიმოიხილეს. 

 

სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვა“  თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული გამოცემა იქნება და დაიბეჭდება წელიწადში ერთხელ, მოემსახურება სამეცნიერო-პრაქტიკული ფორუმის ჩამოყალიბებას შრომითსამართლებრივ სფეროში არსებული პრობლემური საკითხების გასაანალიზებლად, რისთვისაც პროექტში ჩართული იქნებიან თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სპეციალისტები.

 

ჟურნალი მოიცავს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ შრომის სამართალში არსებულ საერთაშორისო პრობლემატიკას. პრობლემებზე მუშაობისას, პრიორიტეტი მიენიჭება შედარებითსამართლებრივი კვლევის მეთოდს, გაანალიზდება შრომის სამართალში არსებული თანამედროვე ტენდენციები, ამა თუ იმ ქვეყნის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელი მიდგომები, გლობალიზაციის ფონზე არსებული სამართლებრივი რეგულაციების როლი, შრომითი ურთიერთობების მუდმივად განახლებადი რეალობა.

 

გამოცემის მიზანი იქნება მოცემულ სფეროში პრობლემების გამოკვეთა და მათი არა მარტო სამართლებრივი, არამედ ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაანალიზება, ისევე, როგორც დამკვიდრებული დოგმატური შეხედულებებისა და სასამართლო პრაქტიკის ხელახალი გააზრება. ჟურნალში ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი გაკეთდება ბაზრის კვლევასა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რომლებზედაც პირდაპირ აისახება სოციალური უფლებებისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ლიბერალური მოწესრიგების ჭიდილი. ეს ყოველივე ინტერდისციპლინური კვლევების წარმოებას წაახალისებს და გაზრდის როგორც სამართლის სფეროში მოღვაწე სპეციალისტების, ისე დაინტერესებული წრეების თვალსაწიერს. ჟურნალი მიიღებს სტატიებს ამა თუ იმ დისციპლინიდან, რომელიც კავშირშია შრომითსამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალი გაითვალისწინებს შესაძლებლობას, კვლევამ მოიცვას ზემოაღნიშნული საკითხები, აუცილებელია, რომ თითოეული განხილულ იქნეს შრომის სამართლის თემატურ ასპექტში და დაცული იყოს ჟურნალის იდეურ- კონცეპტუალური მიმართულება.

 

ჟურნალი თავს მოუყრის სხვადასხვა მეთოდოლოგიური მიდგომით შექმნილ სტატიებს: მატერიალურსამართლებრივი, პროცესუალურსამართლებრივი, ემპირიული, იდიოგრაფიული, ისტორიოგრაფიული, კვანტიტატიური (რაოდენობრივი), კვალიტატიური (ხარისხობრივი), სტატისტიკური, სოციოლოგიური და ა.შ. მეთოდით საკითხის დამუშავების კუთხით. 2 გამოცემა იქნება აკადემიური ჟურნალი, რომელიც ფოკუსირდება სამეცნიერო- პრაქტიკულ მუშაობაზე, პლურალისტური იდეების გენერირებაზე, მიდგომების მოდერნიზებასა და მხარდაჭერაზე, შრომითი საქმიანობის სამართლებრივი ასპექტების დახვეწა-განვითარების პროცესის ხელშესაწყობად. აპრობირებული მეთოდების გამოყენება, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო წრეებთან თანამშრომლობა და გამოცემის პერმანენტული ხასიათის უზრუნველყოფა აკადემიურ ფორმატში ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების სრულყოფას. სხვადასხვა ასაკისა თუ სტატუსის მეცნიერთა და პრაქტიკოსთა ჩართულობა სამეცნიერო კვლევებს ახალ პლატფორმაზე გადაიყვანს.

 

ჟურნალის თემატიკა მოიცავს ინდივიდუალურ და კოლექტიურ შრომით ურთიერთობებს. სათანადო ყურადღება დაეთმობა დისკრიმანციის აღმოფხვრის მექანიზმებსა და შრომითი უსაფრთხოების კერძოსამართლებრივ თუ საჯაროსამართლებრივ მხარეს, შრომით ურთიერთობებს.

 

პრობლემატიკის ანალიზი შეუძლებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებების გაუთვალისწინებლად და შესაბამისად, ქართული სამართლებრივი სივრცის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულება განსაკუთრებით წახალისდება. ჟურნალი ისარგებლებს სამრეწველო ურთიერთობების მკვლევარი თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი იურისტების, ადვოკატების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლების, მეცნიერების, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთა, სახელმწიფო ორგანოებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და ყველა სხვა დაინტერესებული პირის ინტერესით, ვინც მოწოდებულია, გაეცნოს და იმუშაოს თანამედროვე შრომის სამართლის მიმდინარე საკითხებზე, ასევე განკუთვნილი იქნება მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს პერიოდულ სიახლეებს კანონმდებლობაში, თეორიასა და სასამართლო პრაქტიკაში, რომლებიც უკავშირდება შრომით ურთიერთობებს. 

სხვა სიახლეები
13 დეკ

საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩია

04 დეკ

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

28 ნოე

ახალციხეში ადვოკატის უფლებათა დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კომიტეტი დაარსდა

20 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK&CG" უკანონოდ დაკავებულ ექიმს მხარდაჭერას უცხადებს

18 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის სამართლის ცენტრთან მემორანდუმს აფორმებს

14 ნოე

დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

08 ნოე

OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

08 ნოე

დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება

06 ნოე

დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა

04 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს