error 340 2019.10.18
საადვოკატო ბიურომ "OK&CG" შპს "აიპლიუსთან' დავა წარმატებით დაასრულა

საადვოკატო ბიურო "ოქეი & სიჯი"-ს  წარმომადგენლობით განხორციელებულ სასამართლო საქმისწარმოებაში დავის საგანს თანხის დაკისრება წარმოადგენდა.

შპს "აიპლიუს"-მა საკუთარ სარჩელში სადავოდ გახადა სატრანსპორტო ექსპედიციის გაწევის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

"აიპლიუსმა" მიუთითა, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა მას გაუწია სატრანსპორტო ექსპედიცია და მასთან დაკავშირებული მომსახურება. აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო როგორც გზავნილების, ისე ტვირთებისა და ამანათების გადაზიდვა.

შპს "აიპლიუსის" ბათუმის ფილიალიდან ტელეფონები თბილისის ფილიალში უნდა გადაგზავნილიყო შეკეთების მიზნით. გადაზიდვა განახორციელა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა.

შპს "აიპლიუსის" მითითებით გადაზიდვისას დაზიანდა მობილური ტელეფონები და დაზიანებული მოწყობილობების ღირებულება ჯამში შეადგენდა დაახლოებით ხუთი ათას ლარს, რომლის დაკისრებაც შპს "აიპლიუსმა" მოითხოვა მოპასუხისათვის.

საადვოკატო კომპანია "ოქეი& სიჯის" წარმომადგენელმა, დათო კესარელმა, საკუთარ შესაგებელში ამ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ სარჩელში არ დასტურდებოდა, მობილური ტექნიკის სწორედ გადაზიდვისას დაზიანების ფაქტი. მან ასევე მიუთითა, რომ შპს "აიპლიუსს" საქმეში არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, მათ მიერვე მითითებული, არცერთი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი კომპანიის წარმომადგენლის პოზიცია და არ დააკმაყოფილა შპს "აიპლიუსის" სარჩელი ჩვენი მარწმუნებლისათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით. 

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

OK&CG-ის დირექტორი ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

08 ნოე

დღეს ადვოკატთა პროფესიული დღე აღინიშნება

06 ნოე

დავა ქორწინებამდე შეძენილი ქონების გაყოფაზე წარმატებით დასრულდა

04 ნოე

საადვოკატო ბიურო "OK & CG" გაწეული სამართლებრივი კონსულტაციების შედეგებს აფასებს

21 ოქტ

საადვოკატო ბიურომ "OK & CG" სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

11 ოქტ

"OK & CG"-ის დირექტორი სამეწარმეო სამართლის აქტუალურ საკითხებზე შეხვედრებში მონაწილეობს

02 ოქტ

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს

01 ოქტ

საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ სააქციო საზოგადოების წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა წარმატებით დაასრულა

21 სექ

დეკრეტული შვებულების ანაზღაურება შესაძლოა, შეიცვალოს - რა ცვლილება იგეგმება კანონში

19 სექ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ბრალდებით ბავშვების მშობლები და ნათესავები დააკავეს