error1693 2019.10.02
საადვოკატო ბიურო "OK & CG" შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს აფასებს

შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა იგეგმება. მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მეთექვსმეტე მუხლის მე-5-ე პუნქტის მიხედვით, მოქალაქეებს ეკრძალებათ ერთზე მეტ სამსახურში დასაქმება, თუ აღნიშნული სამსახურის შესრულებით დადგენილი საათები ჯამურად აჭარბებს შრომის კოდექსის მეხუთე თავში არსებულ დანაწესს.

“აკრძალულია ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმება თუ დასაქმებულის მიერ მეორე და/ან შემდეგი სრული და/ან არასრული სამუშაო განაკვეთის შესრულებით (შეთავსებით) ჯამურად ირღვევა V თავით დადგენილი სამუშაო დროის სტანდარტი,”- მითითებულია ახალ საკანონმდებლო პროექტში.

უშუალოდ შრომის კოდექსის მეხუთე თავში კი წერია, რომ - “დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.” ხოლო, შვიდდღიანი სამუშაო პერიოდის განმავლობაში, ზეგანაკვეთური საათების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. 

 

საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ს ადვოკატი ანა გორდეზიანი საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსის მეხუთე თავს განმარტავს და მიიჩნევს, რომ:

- შრომის კოდექსში ნებისმიერი სახის ცვლილების განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ დასაქმებულთა ინტერესები, მათთვის როგორც კონსტიტუციითა და ორგანული კანონებით, ასევე საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით მინიჭებული უფლებები. 

საერთაშორისო კონვენცია "დასაქმების პოლიტიკის შესახებ 122" განმარტავს, რომ კონვენცია ემსახურება სრული, ნაყოფიერი და თავისუფლად არჩეული დასაქმების ხელშეწყობას. 

დასაქმების პოლიტიკის მიზანია უზრუნველყოს, რომ:

ა) სამუშაო იყოს ყველასთვის, ვინც მზადაა მუშაობისთვის და ეძებს სამუშაოს;

ბ) ასეთი სამუშაო იყოს რაც შეიძლება ნაყოფიერი;

ც) არსებობდეს არჩევანის თავისუფლება დასაქმებისას და ყველაზე ფართო შესაძლებლობები თითოეული მუშაკისათვის მიიღოს მომზადება და გამოიყენოს თავისი ჩვევები და შესაძლებლობები სამუშაოს შესასრულებლად, რომლისთვისაც ის ვარგისია, მიუხედავად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური შეხედულებებისა, უცხოური წარმოშობისა ან სოციალური წარმოშობისა. 

კონვენციის თანახმად, დასაქმების პოლიტიკის განხორციელება უნდა მოხდეს ეროვნული პირობებისადმი შესაბამისი მეთოდების გამოყენებით და იმ ზომით, რამდენადაც ამის საშუალებას ეს პირობები იძლევა. 

აქედან გამომდინარე, ვინაიდან დასაქმება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს, დასაქმებულთა თავისუფალი ნება აირჩიონ დასაქმების ადგილი, დრო და გადაწყვიტონ იმუშავებენ თუ არა ორ დამსაქმებელთან დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით არ უნდა შეიზღუდოს.

მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს მათი დარღვეული უფლებების დაცვაზე და ხელი შეეწყოს დასაქმების ადგილას ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.


 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა