error 1253 2019.10.01
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ სააქციო საზოგადოების წინააღმდეგ კიდევ ერთი დავა წარმატებით დაასრულა

 

საადვოკატო ბიურო "ოქეი & სიჯის" კიდევ ერთი შრომითი დავა წარმატებით დასრულდა. იურიდიული კომპანიის ერთ-ერთი ადვოკატის ანა გორდეზიანის წარმომადგენლობით განხორციელებულ საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააქციო საზოგადოება "ნეო მედის", მოსარჩელე მ.კ-ს სასარგებლოდ 39 000 ლარის ხოლო მოსარჩელე ლ.პ-ს სასარგებლოდ 22 750 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

სააქციო საზოგადოება "ნეო მედი" მიიჩნევდა, რომ საკუთარი დასაქმებულებისათვის თვიური შრომითი ანაზღაურება დაახლოებით 1500 ლარამდე უნდა აენაზღაურებინა.  სასამართლომ ადვოკატ ანა გორდეზიანის მიერ წარდგენილ განსხვავებულ პოზიციას დაუჭირა მხარი და მიიჩნია, რომ  საადვოკატო ბიუროს მარწმუნებლების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს- მათ უნდა აუნაზღაურდეთ შრომის ანაზღაურება 2015 წლის 15 აგვისტოდან 2 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე; შრომის ანაზღაურების ყოველთვიურ ოდენობად უნდა განისაზღვროს არა 1500 ლარი, არამედ 15 000 ლარი მოსარჩელე მ.კ.-ის შემთხვევაში და 8750 ლარი მოსარჩელე ლ. პ. -ს შემთხვევაში. 

თბილისის სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის #95 კონვენციას , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებას, ადგილობრივ საკანონმდებლო დათქმებს და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოპასუხე სს "ნეო მედი"-ის უნდა დაეკისროს მ.კ.-ის სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის სახით 39 000 ლარის ანაზღაურება. ასევე ლ.პ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი ხელფასის სახით 22 750 ლარის ანაზღაურება. 

საქმე #2/6767-18.

დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა და მათი შრომითი ანაზღაურების საკითხი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომითი ურთიერთობისას, ისევე როგორც სასამართლო დავის წარმოების ეტაპზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილების მათ სასარგებლოდ მიღება. 

 

სხვა სიახლეები
22 მაი

შემზღუდავი ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე-ცვლილელები კანონპროექტში

15 მაი

22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება,რიგი შეზღუდვები კი ძალაში რჩება

10 მაი

იურიდიული კომპანია OK&CG კონსულტაციის ახალ ფორმატს, ვიდეო კონსულტაციებს ნერგავს

11 მარ

ახალ კორონა (COVID-19) ვირუსთან დაკავშირებით საადვოკატო ბიურო "OK&CG" განცხადებას ავრცელებს

19 თებ

"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

18 თებ

როგორ უნდა დავიცვათ საკუთრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან?!

05 თებ

საშუამავლო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა სააპელაციო სასამართლოშიც წარმატებით დასრულდა

05 თებ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

22 იან

საადვოკატო ბიურო "OK & CG" შემაკავებელი ორდერის გაუქმების შესახებ საინტერესო დავას წარმართავდა

16 იან

საადვოკატო ბიურო „OK&CG“ გთავაზობთ უფასო იურიდიულ კონსულტაციას