error988 2019.05.13
"ანტიდემპინგური კანონმდებლობა მეწარმეებს დემპინგური იმპორტის ზიანისაგან დაიცავს"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში" ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გაიმართა, რომელსაც სამთავრობო უწყებების, პარლამენტის, ბიზნესის, ექსპერტული წრეებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო. მისი თქმით, კანონპროექტი მომზადებულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების დაცვით, მისი მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. 

კანონპროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიებების შესწავლა კონკურენციის სააგენტოს დაევალება, რომელიც უფლებამოსილი იქნება როგორც ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ასევე დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია, გადაამოწმოს მისი ნამდვილობა მასში ეჭვის შეტანის შემთხვევაში და შესწავლის შედეგების საფუძველზე წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასკვნა წინასწარი ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვისა ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ.

პროექტის თანახმად, ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების საფუძველი შეიძლება იყოს დემპინგური იმპორტი, ადგილობრივ ინდუსტრიაზე მიყენებული ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და მიყენებულ ზიანს შორის. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განხილვის პროცესში ჩართულია ბიზნეს სექტორი, რომელსაც შეეხება ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონი მისი ამოქმედების შემდეგ, საკითხის აქტუალობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტის განხილვის პროცესში ასევე მონაწილეობს ექსპერტები ევროკავშირიდან, რომელთაც ანტიდემპინგური ღონისძიებების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. კერძო სექტორთან განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ კანონპროექტს პარლამენტს წარვუდგენთ განსახილველად," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ. 

ამჟამად, კანონპროექტი საჯარო განხილვის ეტაპზეა. კერძოდ, პროექტის ტექსტი განთავსდა კომენტარებისთვის ვებგვერდზე dcfta.gov.ge. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს (TAG) ფარგლებში არსებული კერძო-საჯარო დიალოგის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭოს წევრებს, ასევე მიეწოდა კანონპროექტი განსახილველად. აღსანიშნავია, რომ საკონსულტაციო საბჭო სრულად დაკომპლექტებულია ბიზნეს ასოციაციების და სექტორული გაერთიანებების წარმომადგენლებით.

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა