error2011 2019.05.02
საჭიროა თუ არა ყველა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი?

შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა. გარდა იმ კომპანიებისა, რომელთაც "შრომის უსაფრთხოების შესახებ" ახალი კანონის მოთხოვნები უკვე ეხება, ღონისძიებას ისინიც ესწრებოდნენ, რომელთაც ახალი ნორმები 2019 წლის 1 სექტემბრიდან უნდა დაიცვან. 

კომპანია "დასტა რეკორდს მენეჯმენტის" წარმომადგენლის ქეთი გვრიტიშვილის განმარტებით, მისი ორგანიზაცია საარქივო მასალებზე მუშაობს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი კი იქ საჭირო არ არის. 

"ჩვენ ვართ არქივის აუთსორსინგის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც კერძო კომპანიების არქივებს ინახავს და მათ სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. ასევე ჩვენ საქართველოს ეროვნული არქივისგან მივიღეთ აკრედიტაცია და უკვე შეგვიძლია სახელმწიფო სექტორსაც შევეხოთ და მათი დოკუმენტები დავამუშაოთ. 

ჩვენს მიმართულებას დიდად არ სჭირდება შრომის უსაფრთხოების ოფიცერი, თუმცა რადგან ეს კანონი სავალდებულოა, ჩვენ ვაპირებთ რომ კანონმდებლობას მივყვეთ", - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ვალდებულება კომპანიის ხარჯებს საგრძნობლად არ გაზრდის. 

"ჩვენ ვაპირებთ, რომ არსებული თანამშრომლები გადავამზადოთ. ჩვენ დიდი კომპანია არ ვართ და უსაფრთხოების ერთი ოფიცერი საკმარისი იქნება", - განმარტა ქეთი გვრიტიშვილმა. 

ცნობისთვის, "შრომის უსაფრთხოების შესახებ" კანონის თანახმად, დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები იმ პირობით, რომ მას გავლილი აქვს შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ 1 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური არანაკლებ 2 შრომის უსაფრთხოების სპეციალისტით. 

აღნიშნული მოთხოვნები სექტემბრიდან ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელდება. 
 

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა