error 303 2019.02.23
რამდენმა ადამიანმა დაარღვია თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი?

დღე­ი­სათ­ვის მსოფ­ლი­ო­ში 1.1 მი­ლი­არ­დი მწე­ვე­ლია. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, თამ­ბა­ქოს მო­ხმა­რე­ბის შე­დე­გად ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა.

თამ­ბა­ქოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბით ყო­ველ 6 წამ­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 1 ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა.

გლო­ბა­ლუ­რად, მწე­ვე­ლია მა­მა­კაც­თა 40% და ქალ­თა 9%. მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქომ 100 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მო­იწ­ვია. არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში თამ­ბა­ქოს მი­ზე­ზით 1 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა. 

 

2018 წლის 1 მა­ი­სი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­წე­ვა აიკ­რძა­ლა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებ­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, კაფე-ბა­რებ­ში... ასე­ვე, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე - ყვე­ლა შე­სას­ვლელ­სა და სხვა თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას თამ­ბა­ქოს მო­წე­ვის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წე­სე­ბის და ამ­კრძა­ლა­ვი ნიშ­ნის გან­თავ­სე­ბა.

კა­ნო­ნი თით­ქმის ათი თვეა მოქ­მე­დებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბი ჯერ კი­დევ ფიქ­სირ­დე­ბა. შსს-ს სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მო­ნა­ცე­მე­ბით 2018 წლის 1-ელი მა­ი­სი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით გა­მოვ­ლინ­და თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის 271 შემ­თხვე­ვა. აქე­დან 216 შემ­თხვე­ვა­ში - წე­სე­ბი ფი­ზი­კურ­მა პი­რებ­მა და­არ­ღვი­ეს, ხოლო 55 - იუ­რი­დი­ულ­მა პი­რებ­მა.

ჯერ კი­დევ აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში მძღო­ლის მიერ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. მა­გა­ლი­თად, დე­კემ­ბე­რის თვე­ში ასე­თი 3 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რო­ბი­სას სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთი ფაქ­ტი არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა.

შე­და­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია სი­ტუ­ა­ცია და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­თაც ევა­ლე­ბათ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­კვე­თონ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, გა­მო­აკ­რან ამ­კრძა­ლა­ვი ნი­შა­ნი. დე­კემ­ბრის თვე­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ინ­სპექ­ცი­ის შე­დე­გად სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დარ­ღვე­ვის 19 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და - და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იყო სა­ფერ­ფლე, ასე­ვე თამ­ბა­ქოს ნამ­წვის კვა­ლი სუნი.

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და­სა­ზო­გა­დო­ე­ბრი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მარ­თა­ლია მცი­რე დარ­ღვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის სა­ერ­თო დი­ნა­მი­კა წარ­მა­ტე­ბუ­ლია:

"თამ­ბა­ქო გუ­ლის კო­რო­ნა­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ინ­ფარ­ქტის და პე­რი­ფე­რი­უ­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კი­ბოს, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა და დი­ა­ბე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ვან რის­კფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს. ამას­თან, მსოფ­ლი­ო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ნო­მე­რი პირ­ვე­ლი მკვლე­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბია. ამ და­ა­ვა­დე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 60 პრო­ცენ­ტი, 85 პრო­ცენ­ტი ევ­რო­პა­ში და 94 პრო­ცენ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წელს მი­ი­ღო და 2018 წლის 1 მა­ი­სი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლის დაც­ვის­კენ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბა, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩემი აზ­რით, არ­ცთუ ური­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან სწო­რად მო­ე­კი­და, სწო­რად გა­ი­აზ­რა ყვე­ლა­ფე­რი. ერ­თე­უ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია არის, თუმ­ცა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ცალ­სა­ხად წარ­მა­ტე­ბუ­ლია” - გან­მარ­ტავს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და­სა­ზო­გა­დო­ე­ბირ­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე.

2017 წლის 17 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი, ხოლო გა­სუ­ლი წლის 26 ივ­ლისს ამ კა­ნო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცია და­ამ­ტკი­ცა. „თამ­ბა­ქოს კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი 2018 წლის 1 მა­ი­სი­დან ამოქ­მედ­და.

 

წყარო: ambebi.ge

სხვა სიახლეები
09 მარ

ბიზნესი გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონის დაჩქარებულად მიღებას ითხოვს

04 მარ

სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებაზე ჯარიმა მკაცრდება

13 თებ

სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე

05 თებ

საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს 705 კანონი მიიღო

05 თებ

ინტერნეტოპერატორებს, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ.

04 თებ

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მოსამართლე?

22 იან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენ

22 იან

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა საგანგებო კრება გაიმართება

22 იან

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს

14 იან

„2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა“