error 830 2018.07.06
პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. 

116 კანონპროექტისგან შემდგარი პაკეტი რიგგარეშე სხდომის ფორმატში დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს. ე.წ. მცირე მთავრობის ინიციატივას მესამე მოსმენით 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

“მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. 

ცვლილებები შემდეგ უწყებებს შეეხება: - კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეერწყმება; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში ერთიანდება; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მისი ფუნქციები სამ სხვადასხვა სამინისტროზე გადანაწილდება: - დევნილთა განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა. რეპატრიაციის მიმართულება გადაეცემა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავა.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდება შეიცვლება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროთი, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდება - ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროთი.

სხვა სიახლეები
13 თებ

სამუშაო შეხვედრა „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე

05 თებ

საქართველოს პარლამენტმა 2018 წელს 705 კანონი მიიღო

05 თებ

ინტერნეტოპერატორებს, შესაძლოა, დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ.

04 თებ

სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მოსამართლე?

22 იან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტს მიმართავენ

22 იან

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა საგანგებო კრება გაიმართება

22 იან

საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სარჩელს განიხილავს

14 იან

„2018 წლის განმავლობაში მორიგებით 15 ათასამდე საქმე დასრულდა“

08 იან

რა წერია საპენსიო რეფორმის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში

04 იან

რა შემთხვევაში არ ექნება პირს თავდებობის უფლება