error1987 2018.01.04
სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ დავებს ერთპიროვნულად განიხილავს

„ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა სახის დავას ერთპიროვნულად განიხილავს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტით, იზრდება იმ საქმეთა ჩამონათვალი, რომელიც შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად განიხილოს.  

საქმეებს, რომელთა ერთპიროვნულად განხილვაც დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ, შემდეგი კატეგორიის საქმეები ემატება:

-ყველა ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა;

-მეწარმის საქმიანობის შემოწმებასთან დაკავშირებული დავა;

-ქალთა მიმართ ან ოჯახური ძალადობის აღკვეთასთან დაკავშირებული დავა;

-არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული დავა;

-საერთაშორისო დაცვის მოთხოვნებთან ან თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებული დავა;

-ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით განსაზღვრული პირების ქონებაზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული დავა;

-უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული დავები;

-საგადასახადო ორგანოს მიერ კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული დავა;

-საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის კომერციული ბანკისგან პირის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული დავა;

-„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ გათვალისწინებით პირის არანებაყოფლობით იზოლაციასთან დაკავშირებული დავა;

-„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა;

-ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა;

-„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონიდან გამომდინარე დავა.

კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეს შესაძლებლობა ექნება, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე შემდეგ შემთხვევებში: თუ სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებას; თუ ცალსახაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით განსაზღვრული გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები; თუ მოპასუხემ ცნო სარჩელი.

პროექტის მიხედვით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა პაციენტის/მსჯავრდებულის სასამართლოში მიყვანა შეუძლებელია, მისი ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, სასამართლოს გადაწვეტილებით, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმის განხილვაში პაციენტის/მსჯავრდებულის მონაწილება შესაძლებელია განხორციელდეს დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. 

 

წყარო: ipn.ge

სხვა სიახლეები
22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში

17 იან

კაცს, რომელიც 14-წლამდე გერს აუპატიურებდა, 16 წლით პატიმრობა მიესაჯა