რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 751 2020.05.22
რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

  ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს. კანონპროექტი, რომელიც უკვე შემუშავებულია, ზეპირი შრომითი ხელშეკრულების აკრძალვას ისახავს მიზნად. 

 მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის კოდექსის მეექვსე მუხლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით, ოღონდ თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით;

 

რა პრობლემებს წარმოშობს შრომითი ხელშეკრულების ზეპირი ფორმა? 

  დავიწყოთ იმით, რომ შრომითი სამართლის განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ხელშეკრულება და მისი პირობები გაწერილი იყოს დეტალურად, მხარეთა ხელმოწერით, რათა დავის წარმოშობის შემთხვევაში, მხარეებმა შეძლონ, გარკვეული გარემოებების მტკიცება; ამით უკეთ არის გამოყოფილი როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის უფლება-მოვალეობები. 

  მნიშნველოვანია მხარეთა მიერ ვალდებულებების შესრულებისა თუ შეუსრულებლობის საკითხიც; უმეტესად შრომითი ურთიერთობები დროში განგრძობადია, აუცილებელია, ესეც წერილობით იყოს დადასტურებული, რადგან ამ უკანასკნელის სამოქალაქო ურთიერთობების ზოგადი პრინციპებით მოგვარება საკმაოდ რთული საკითხია. 

 

  გამოსაცდელი ვადა - კიდევ ერთი საკითხი, რაც ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში საკმაოდ პრობლემურია; მოგეხსენებათ, გამოსაცდელი ვადა გულიხმობს პირის შესაბამისობის გარკვევას შესასრულებელ სამუშაოსთან, ზეპირი შეთანხმების პირობებში შეუძლებელი გახდება მხარეების მიერ შასაბამისობა/შეუსაბამობის მტკიცება, რაც, ცხადია, დასაქმებულის უფლებებს მნიშვნელოვნად ლახავს. 

 

  როგორც ხედავთ, ზეპირი ხელშეკრულების შედეგად წარმოშობილი შესაძლო უარყოფითი შედეგები არც თუ ისე ცოტაა, თუმცა არსებობს აზრიც, რომ ზეპირი ხელშეკრულების აკრძალვა გარკვეულწილად კერძო ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევას ნიშნავს, რის გამოც ზოგიერთები ფიქრობენ, რომ წერილობითი შრომითი ხელშეკრულებასთან ერთად ისევ უნდა იყოს შესაძლებელი ზეპირი ხელშეკრულების დადებაც; საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის იურისტების ითქმით, „ზოგადად, როდესაც საქმე კერძო შრომით ურთიერთობებს ეხება, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა აუცილებლად მინიმალური უნდა იყოს, თუმცა, როდესაც საქმე საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვას ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხია; ამიტომ, ვეთანხმებით იმ აზრს, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტი, იქნება ეს შრომითი თუ სხვა უფლებები, მორგებული უნდა იყოს მოქალაქის და მხოლოდ მოქალაქის უფლებების დაცვას“.

 

ავტორი: ელზა ელბაქიძე

 

სხვა სიახლეები
10 მაი

გაიგეთ მეტი ჯარიმის შესახებ

08 მაი

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გადაცემა იპოთეკარისთვის

04 მაი

სამისდღეშიო რჩენა

30 ნოე

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე უარის თქმის გამო შესაძლოა 1000დან 1500 ლარამდე ჯარიმა დაგეკისროთ

24 ნოე

რა იწვევს დანაშაულის რომანტიზებას?

17 ნოე

სექსუალური შევიწროება - რა უნდა ვიცოდეთ საკუთარი უფლებების დასაცავად?

17 ნოე

რა ბედი ელის ფინანსურ ვალდებულებებს კომპანიის ლიკვიდაციის დროს – ადვოკატი ანა გორდეზიანი

17 ნოე

რითი განსხვავდება სამეწარმეო საქმიანობის ფორმები და როგორ ავარჩიოთ ჩვენთვის სასურველი

02 ნოე

იყო თუ არა საქართველოს ბანკზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმა ტერორისტული აქტი?

30 ოქტ

უწყინარი კომპლიმენტი თუ პერსონალური მონაცემების დარღვევა?