რა არის დეპონირება და როგორ ხდება ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით? 1835 2018.12.25
რა არის დეპონირება და როგორ ხდება ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით?

დეპონირების სამართლებრივი ინსტიტუტი ემსახურება ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.

მოვალე შეიძლება დაინტერესებული იყოს ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, მაგრამ კრედიტორი აყოვნებდეს შესრულების მიღებას ან მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყოს მოვალისთვის. შეიძლება მოვალისთვის უცნობი გახდეს ისიც, თუ ვინ არის კრედიტორი და ვის მიმართ უნდა შეასრულოს მან ნაკისრი ვალდებულება.

 

თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი, მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოში ან ნოტარიატში, ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. ამ შემთხვევაში ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად და შეწყვეტილად. ამდენად დეპონირება ენაცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, ამიტომაც ეწოდება მას შესრულების სუროგატი.

დეპონირება არის მოვალის უფლება და არა ვალდებულება.  მოვალეს თავად შეუძლია აირჩიოს ნაკისრი ვალდებულების შესრულების დეპონირების გზით შეწყვეტა.

 

აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ დეპონირებისას, შესრულების საგანი უნდა იყოს შესანახად ვარგისი და არა მალფუჭებადი. დეპონირებაუნარიანი საგნებია: ფული, თამასუქი, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო ან/და ფასიანი ქაღალდები და ფასეულობები.

შესაბამისად, დეპონირებისათვის აუცილებელია, რომ შესრულების საგანი იყოს დეპონირებაუნარიანი და სახეზე უნდა არსებობდეს დეპონირების ერთ-ერთი საფუძველი;

მოვალეს შეუძლია, რომ შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკან დაიბრუნოს. აღნიშნული ქმედების სამართლებრივი შედეგი კი ის არის, რომ ასეთი ქმედების შემთხვევაში შენახვა ვერ ჩაითვლება შემდგარად და ვალდებულება შესრულებულად და შეწყვეტილად.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოვალეს უფლება აქვს, წინასწარ გააკეთოს დათქმა იმის თაობაზე, რომ იგი უარს ამბობს შენახული საგნის უკან დაბრუნებაზე.

იმ შემთხვევაში თუ კრედიტორი უარს განაცხადებს შენახული საგნის მიღებაზე, მაშინ ასეთ შემთხვევაში მოვალეს უფლება ეძლევა, რომ უკან დაიბრუნოს ჩაბარებული საგანი. საყურადღებოა, რომ როდესაც კრედიტორი უარს განაცხადებს შესრულების მიღებაზე, აღნიშნული უარი მოვალეს ანიჭებს უფლებას, დაიბრუნოს შესრულების საგანი

გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები, რომ სასამართლო ან ნოტარტიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ წლამდე ვადით. თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ მიიღებს საგანს, ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება. თუ დაბრუნებისათვის საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს, მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად.

 

სხვა სიახლეები
22 იან

ეკონომიკური საქმიანობის დარეგისტრირება ონლაინ გახდა შესაძლებელი

17 იან

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება

17 იან

ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

16 იან

მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება

14 იან

ინფორმაცია ბიზნეს სუბიექტის შესახებ

09 იან

საომარი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის ძირითადი დებულებები

17 დეკ

უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ახლად არჩეული მოსამართლეები საკასაციო პალატებში გამწესდნენ

16 დეკ

საშუალო ხელფასი საქართველოში 1217 ლარია

16 დეკ

საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი ძველი მოწმობის მოქმედების ვადა გაგრძელდა

06 დეკ

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება