დღესდღეობით, თავდებობა და მასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. პრობლემის სიმწვავე ის არის, რომ მომხმარებლები არ ეცნობიან ხელშეკრულებას და ისე ხდებიან თავდები პირები, რომ არ აცნობიერებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას. არა და, პრობლემური სესხის შემთხვევაში, ის ისეთივე პასუხისმგებელია თავისი უძრავი და მოძრავი ქონებით, როგორც ძირითადი მსესხებელი.
საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი პასუხობს კითხვებს, რომლებსაც მოქალაქეები ყველაზე ხშირად სვამენ.
რა არის თავდებობა?
თავდებობა ეს არის ვალდებულება, რომელსაც კისრულობს მომხმარებელი. თავდები პირი არის მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია, ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. სესხის დამტკიცების დროს, საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათს საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია, ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. გასათვალისწინებელია, რომ როდესაც თავდებს სურს სესხის აღება, ბანკი აღნიშნულ სესხებს განიხილავს, როგორც მის ვალდებულებებს.
რა უნდა გაითვალისწინოს თავდებში მდგომმა პირმა?
პირველ ყოვლისა, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით. მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს ძირითადი ხელშეკრულების მოვალის ვალდებულებისათვის. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს, თუ მოვალე ვალდებულების შესრულების ვადას გადააცილებს. ასევე იგი ვალდებულია, მოთხოვნისთანავე მიაწოდოს თავდებს ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაცია. თუ კრედიტორმა თავდებს არ შეატყობინა ძირითადი ვალის გადახდის ვადის გადაცილების შესახებ, გადაცილებას კი მოჰყვა პირგასამტეხლოს დარიცხვა, თავდებს ასეთ შემთხვევაში უფლება აქვს, უარი თქვას ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული საურავის გადახდაზე. მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კრედიტოფიცერი არაა უფლებამოსილი, შეიჭრას მათს კერძო საკუთრებაში და ვალის გადახდის მიზნით რაიმე სახის მუქარა განახორციელოს, ეს კრედიტორის მხრიდან კანონდარღვევად ითვლება.
პუნქტები, თუ კონკრეტულად რას უნდა მიაქციოს ყურადღება თავდებში მდგომმა პირმა?
მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ, თუ რამდენად დროულად ფარავს ყოველთვიურ გადასახადს ძირითადი მსესხებელი. თავდებს უფლება აქვს, მოითხოვოს გადახდების შესახებ ინფორმაცია, როგორც მოვალისგან, ასევე ბანკისგან. ამით თავიდან აიცილებს დამატებით პრობლემებს და გაურკვევლობას. სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შეუძლიათ, მიმართონ საფინანსო ინსტიტუტს, სესხის რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით, რათა შემცირდეს ყოველთვიური შენატანი და თავიდან აიცილონ ჯარიმები. გაპრობლემებული სესხის შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკმა უჩივლოს მომხმარებელს და საქმე გადაეცეს სასამართლოს.
ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები
შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?
რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?
„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“
აფექტში ჩადენილი დანაშაული
როგორ რეგულირდება ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კანონმდებლობით?
რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა?
რა არის დეპონირება და როგორ ხდება ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით?
როდის შეუძლია პოლიციას იარაღის გამოყენება?
რა სახის ინფორმაციას უნდა ფლობდეს ბავშვი მშობლების შესახებ?