დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს 1090 2018.07.02
დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია: „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ AEA-EAL-ის გენერალური ასამბლეაზე არჩეულ იქნა დირექტორთა საბჭოს ორი ახალი წევრი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ასათიანი და პოლონეთის ადვოკატთა ასოციაციის დეკანი ანდჟეი კალანსკი, ვულოცავთ ჩვენს ახალ დირექტორებს!“

 

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია პირველი არაევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც 2017 წელს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სრული წევრი გახდა და ამგვარი პრეცედენტით  გზა გაუხსნა სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ ევროპის ადვოკატთა ასოციაციას.

 

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს დაფუძნდა ბელგიაში და მოწოდებულია ხელი შეუწყოს ევროპის ქვეყნების ადვოკატთა ასოციაციაციებისა და ინდივიდუალური ადვოკატების პროფესიულ განვითარებას.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი საერთაშორისო კავშირები ვითარდება. ამ პოზიციაზე ყოფნით შესაძლებლობა გვექნება მეტი გავაკეთოთ საქართველოში მოღვაწე ადვოკატების ინტერესებისათვის, რათა ვუზრუნველვყოთ სათანადო შესაძლებლობები ქართველი ადვოკატების პროფესიული განვითარებისათვის“ - განაცხადა დავით ასათიანმა.

 

სხვა სიახლეები
25 თებ

მეუღლეთა თანასაკუთრება-რა შეიძლება, ჩაითვალოს მეუღლეთა საერთო ქონებად კანონმდებლობის თანახმად?

02 თებ

ვალდებულების შეწყვეტის სხვა საფუძვლები

31 იან

შესაძლებელია თუ არა, საპროცესო შეთანხმებით, ბრალდებული სრულად განთავისუფლდეს სასჯელისგან?

24 იან

რას ითვალისწინებს თხოვების ხელშეკრულება ?

14 იან

„საპროცესო შეთანხმების იძულებით ან დაშინებით დადება დაუშვებელია“

09 იან

აფექტში ჩადენილი დანაშაული

29 დეკ

როგორ რეგულირდება ზეგანაკვეთური სამუშაო დრო კანონმდებლობით?

27 დეკ

რა რისკებს შეიცავს თავდებად დადგომა?

25 დეკ

რა არის დეპონირება და როგორ ხდება ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით?

25 დეკ

როდის შეუძლია პოლიციას იარაღის გამოყენება?