ცივი იარაღის ტარება
ცივი იარაღის ტარება

1. ცივი იარაღის ტარებისთვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის ანდა იმ პირის მიერ, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი (ამ ორდერის მოქმედების პერიოდში), ან განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ექვსი თვის ვადით.

2. განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება −

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა:

1. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს:

ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით;

ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით;

დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით;

ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვა) ამ ტანსაცმლის ნაწილია.

2. ამ კოდექსის მიზნებისთვის „ ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში.

3. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ პირზე, რომლის მიმართაც გამოცემულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერი, თუ ცივი იარაღის ტარების აკრძალვა ამ ორდერითაა გათვალისწინებული.

სერვისები