Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის რეგისტრაციაზე  უარის თქმის საფუძვლები
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ფილიალს (წარმომადგენლობას) შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე (ცვლილებებით რეგისტრაციაზე), თუ:

ა) რეგისტრაციისათვის წარდგენილი იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართველოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს;

ბ) არსებობს საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობები;

გ) არსებობს ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული პირობები;

დ) რეგისტრაციისათვის წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადი არ არის შესრულებული ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად;

ე) სარეგისტრაციო განაცხადს არ ერთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტები ან აღნიშნული დოკუმენტები არასრულადაა წარდგენილი;

ვ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული დოკუმენტები არ არის გაფორმებული (დადასტურებული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

  ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას მარეგისტრირებელი ორგანო განმცხადებლებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აძლევს ხარვეზის აღმოსაფხვრელ ვადას არა უმეტეს 2 დღისა. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება აღმოფხვრილი, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

სერვისები