Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის ცვლილებების რეგისტრაცია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის ცვლილებების რეგისტრაცია

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) მიერ განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც იწვევს მათ სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში ცვლილებებს, საჭიროებს რეგისტრაციას. რეგისტრაციას საჭიროებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ამ კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“–„ე“ და „ზ“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება, ხოლო ფილიალის (წარმომადგენლობის) შემთხვევაში – ამ კოდექსის 30-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“–„ე“ და „ზ“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილება. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელ უფლებამოსილ ორგანოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ცვლილებების რეგისტრაციისათვის წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამისად ამ კოდექსის 29-ე ან 30-ე მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო განაცხადის ახალი, სრული რედაქცია.

 ცვლილებებით რეგისტრაციისათვის წარდგენილ სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) ცვლილებების შეტანის თაობაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) მიერ მიღებული გადაწყვეტილების სანოტარო წესით დამოწმებული აქტი (ოქმი);

ბ) ეროვნული სპორტული ფედერაციების, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების ან პროფესიული კავშირების ცვლილებებით რეგისტრაციის შემთხვევაში – მათი სანოტარო წესით დამოწმებული წესდებების ახალი რედაქცია;

გ) შესაბამისი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შეცვლის შემთხვევაში – ცნობა ახალი ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ.

  ცვლილებებით რეგისტრაციისათვის წარდგენილ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

სერვისები