Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 616

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/myadvokat.ge/htdocs/libs/Functions.php on line 630
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის  ცნება და სარეგისტრაციო განაცხადი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის ცნება და სარეგისტრაციო განაცხადი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა) არის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ და სრულად ან ნაწილობრივ წარმოადგენს მას ან ახორციელებს მის ფუნქციებს.

  ფილიალი (წარმომადგენლობა) არ არის იურიდიული პირი. იგი საქმიანობას ეწევა დამფუძნებლის მიერ მიღებული აქტის (ოქმის) საფუძველზე.

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის), აგრეთვე უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი უფლებამოსილი ორგანო ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის მიხედვით.

  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადი სრულდება წერილობით და იგი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო განაცხადი; სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის თარიღს;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადის წარმდგენი პირის (პირების) ვინაობას;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სახელწოდებას (შემოკლებულ დასახელებას);

დ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის), საკონტაქტო ტელეფონის შესახებ;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) საქმიანობის მიზანს;

ვ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე);

ზ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დაფუძნების აქტის (ოქმის) რეკვიზიტებს;

თ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელი პირის შესახებ, მისი არჩევის (დანიშვნის) წესსა და უფლებამოსილების ვადას;

ი) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელი პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და მისი უფლებამოსილების ფარგლებს;

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ქონების განაწილების წესს;

ლ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების რაოდენობას.

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) დამფუძნებელი (დამფუძნებლები) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

   არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაცია ხორციელდება დამფუძნებლის (დამფუძნებლების) მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული სარეგისტრაციო განაცხადის საფუძველზე, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) შექმნის შესახებ;

ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;

გ) გადაწყვეტილება ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდობილობა პირისათვის ფილიალის (წარმომადგენლობის) ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე;

დ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს საქმიან ურთიერთობებში.

სერვისები