არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც უნდა წარედგინოს სარეგისტრაციო განაცხადი; სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის თარიღს;

ბ) სარეგისტრაციო განაცხადის წარმდგენი პირის (პირების) ვინაობას;

გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელწოდებას;

დ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ;

ე) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანს;

ვ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის (დამფუძნებლების) შესახებ (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სრული სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები); თითოეული დამფუძნებლის შესახებ მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე);

ზ) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ორგანოების) შესახებ;

თ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესსა და უფლებამოსილების ვადას;

ი) მონაცემებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

კ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) მიერ გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას;

ლ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (პირებს), მისი არჩევის წესსა და უფლებამოსილების ვადას;

მ) მონაცემებს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი), დაბადების ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, პირადი ნომერი);

ნ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესს, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია;

ო) რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელებას და გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას, თუ იგი განსხვავდება ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული წესისა და პროცედურისაგან;

პ) სარეგისტრაციო განაცხადისთვის დართული საბუთების ნუსხასა და ფურცლების რაოდენობას;

ჟ) იმ ნოტარიუსის ვინაობასა და მისამართს, რომელმაც დაამოწმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სარეგისტრაციო განაცხადს ხელს უნდა აწერდნენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი (დამფუძნებლები) და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი (პირები). სარეგისტრაციო განაცხადი მოწმდება ნოტარიუსის ხელმოწერითა და ბეჭდით.

  სარეგისტრაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების სანოტარო წესით დამოწმებული აქტი (ოქმი);

ბ) ეროვნული სპორტული ფედერაციების, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების ან პროფესიული კავშირების რეგისტრაციის შემთხვევაში – მათი სანოტარო წესით დამოწმებული წესდებები;

გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ხელმოწერის ნიმუში, რომელსაც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) გამოიყენებს საქმიან ურთიერთობებში;

ე) ცნობა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადგილსამყოფლის (იურიდიული მისამართის) შესახებ – ადგილსამყოფლის მესაკუთრის სანოტარო წესით დადასტურებული თანხმობა ან ადგილსამყოფლით სარგებლობის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება.

სერვისები