კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება
კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილება, ცნება

1. კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.

2. თუ ვალდებულების შესასრულებლად საჭიროა კრედიტორის ესა თუ ის მოქმედება, ვადის გადაცილებად ჩაითვლება, თუ იგი ამ მოქმედებას არ ასრულებს.

 

კრედიტორის მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

კრედიტორმა უნდა აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მიადგა მოვალეს შესრულებული ვალდებულების მიღების ვადის ბრალეული გადაცილების გამო.

 

მოვალის პასუხისმგებლობა კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მოვალე მხოლოდ მაშინ არის პასუხისმგებელი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, თუკი შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა მოვალის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გამო.

 

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების შედეგები

კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებისას მისი ბრალის მიუხედავად:

ა ) იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოვალეს ხელშეკრულების საგნის შენახვის გამო წარმოშობილი ზედმეტი ხარჯები;

ბ ) მას ეკისრება ნივთის შემთხვევით გაფუჭების ან დაღუპვის რისკი;

გ ) მას აღარა აქვს ფულადი ვალდებულებისათვის პროცენტის მიღების უფლება.

 

 

სერვისები