საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა 
საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა 

ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობის დებულებანი - საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარდგენა 

1. საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა.
2. საზოგადოებრივი ექსპერტი თავისი მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საიდუმლო ინფორმაციის დაცვა

საზოგადოებრივი ექსპერტი ვალდებულია არ გაამჟღავნოს საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მოვალეობის შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაშია საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეწყვეტის შემდეგაც.

ხარჯების ანაზღაურება
საზოგადოებრივ ექსპერტს აუნაზღაურდება ყველა ის აუცილებელი დანახარჯი, რომელიც მან გასწია თავისი მოვალეობის შესასრულებლად. ასეთი დანახარჯის გაწევის აუცილებლობის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს წინასწარ უნდა ეცნობოს.

საექსპერტო დასკვნის იურიდიული ძალა
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, საზოგადოებრივი ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო ადმინისტრაციული ორგანოსათვის. უარი ექსპერტის დასკვნის გათვალისწინებაზე უნდა დასაბუთდეს.

საზოგადოებრივი ექსპერტის მოვალეობის შეწყვეტა

საზოგადოებრივ ექსპერტს მოვალეობის შესრულებისაგან ვადამდე ათავისუფლებს ის ორგანო, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ, თუ იგი:
ა) უხეშად არღვევს დაკისრებულ მოვალეობას;
ბ) არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც წაყენებულია ამ თანამდებობის დასაკავებლად;
გ) პირადი განცხადებით უარს ამბობს დასკვნის მიცემაზე.

სერვისები