საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს სამსახურის შესრულების წესის დარღვევა
საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს სამსახურის შესრულების წესის დარღვევა

დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დროს სამსახურის შესრულების წესის დარღვევა

1. სამსახურის შესრულების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სამხედრო განაწესის შემადგენლობაში შედის, რამაც გამოიწვია პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

შინაგანი სამსახურის წესდებისა და გარნიზონში პატრულირების წესის დარღვევა

ნაწილის სადღეღამისო განაწესის შემადგენლობაში (ყარაულისა და ვახტის გარდა) შემავალი პირის მიერ შინაგანი სამსახურის წესდების დარღვევა, ანდა გარნიზონში პატრულირების წესის დარღვევა საპატრულო განაწესის შემადგენლობაში შემავალი პირის მიერ, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები