დასაღუპად განწირული სამხედრო ხომალდის დატოვება
დასაღუპად განწირული სამხედრო ხომალდის დატოვება

დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - დასაღუპად განწირული სამხედრო ხომალდის დატოვება 

დასაღუპად განწირული სამხედრო ხომალდის დატოვება იმ მეთაურის მიერ, რომელსაც ბოლომდე არ შეუსრულებია სამსახურებრივი მოვალეობა, ან ეკიპაჟის წევრის მიერ მეთაურის სათანადო განკარგულების გარეშე, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) წესის დარღვევა

1. საქართველოზე უეცარი თავდასხმის დროულად გამოვლენისა და მოგერიების ანდა მისი სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით დაწესებული საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია სახელმწიფო უშიშროების ინტერესის ხელყოფა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე.

3. საბრძოლო მორიგეობის (საბრძოლო სამსახურის) წესის დარღვევა მისდამი დაუდევარი ან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

სერვისები