სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება
სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება

დანაშაული სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ - სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება

1. სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება, აგრეთვე სამსახურში (ნაწილში) საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ორ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ათი დღე-ღამისა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ათ დღე-ღამეზე მეტი ხანგრძლივობით, მაგრამ არა უმეტეს ერთი თვისა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

 

შენიშვნა: 1. ამ მუხლის მიზნებისათვის სამხედრო მოსამსახურედ ითვლება კურსანტი/მსმენელი/იუნკერი, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურე, კადრის სამხედრო მოსამსახურე, აგრეთვე რეზერვისტი სამხედრო შეკრებაზე ყოფნისას.

 2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც პირველად ჩაიდენს ამ მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, შეიძლება გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება გამოწვეული იყო მძიმე ვითარებით.

სერვისები