აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება
აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება

დანაშაული სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ - აღწერილ, დაყადაღებულ ან ჩამორთმევას დაქვემდებარებულ ქონებასთან დაკავშირებული უკანონო ქმედება

1. აღწერილი ან დაყადაღებული ქონების გაფლანგვა, გასხვისება, დამალვა ან უკანონოდ გადაცემა იმის მიერ, ვისაც ეს ქონება მინდობილი ჰქონდა, ანდა დაყადაღებული ფულადი საშუალებით (ანაბრით, ანგარიშით) საბანკო ოპერაციის განხორციელება საკრედიტო ორგანიზაციის მოსამსახურის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების დამალვა ან განაჩენის (სასამართლო გადაწყვეტილების) აღსრულებისათვის სხვაგვარად თავის არიდება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო   აღმასრულებლისათვის ქონებრივი ნუსხის   წარუდგენლობა

მოვალის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის/კერძო აღმასრულებლისათვის კანონით გათვალისწინებული ქონებრივი ნუსხის წარუდგენლობა ან არასწორად ანდა არასრულყოფილად წარდგენა – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული მოქმედების შეუსრულებლობა

მოვალის მიერ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული იმ მოქმედების შეუსრულებლობა, რომლის შესრულება მხოლოდ მას შეუძლია, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ორმოცდაათიდან სამას საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

სერვისები