წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტულისაქმიანობის განხორციელებისათვის
წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტულისაქმიანობის განხორციელებისათვის

ტერორიზმი - წვრთნის ჩატარება და ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტულისაქმიანობის განხორციელებისათვის

1. ინსტრუქტაჟის გაწევა ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ან ასეთი საქმიანობის გამოვლენისათვის დაბრკოლების შესაქმნელად, ან/და ტერორისტული საქმიანობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით ინსტრუქტაჟის გაწევა ასაფეთქებელი, ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღის გამოყენების ან დამზადების ან მომწამვლელი ან საშიში ნივთიერებების ან/და სხვა სპეციფიკური მეთოდების გამოყენებისა და ტექნიკის დამზადების ან გამოყენების სფეროში, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.

2. წინასწარი შეცნობით ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ინსტრუქტაჟის მიღება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. სამხედრო ხასიათის წვრთნის ჩატარება ტერორისტული ორგანიზაციის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

4. წინასწარი შეცნობით ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წვრთნის გავლა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე. 5. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

 

შენიშვნა:

1. ამ მუხლის პირველი ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის მნიშვნელობა არ აქვს, წვრთნა ჩაუტარდა და ინსტრუქტაჟი გაეწია პირთა განსაზღვრულ ჯგუფს თუ განუსაზღვრელ ჯგუფს.

სერვისები