სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება
სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე, 318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

1. სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება ან გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, თუ არ არის ამ კოდექსის 313-ე ან 314-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა

1. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტისადმი ან საგნისადმი მოპყრობის წესის განზრახ ან გაუფრთხილებლობით დარღვევა, რამაც ასეთი დოკუმენტის ან საგნის დაზიანება, განადგურება ან დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სერვისები