საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა
საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ - საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

1. საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

2. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა

უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სერვისები