საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა
საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა

დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ - საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა

1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

 

ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება

1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სერვისები