ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა
ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ -  ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

1. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64​1 მუხლის პირველი ნაწილით, 66-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით ან 151​1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

3. სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ან დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 64​1 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება

1. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ანდა მისი დაბინძურება მავნე ნივთიერებით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. 2. ტყის ან ნარგავის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

სერვისები