წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა
წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა

დანაშაული გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ -  წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა

სამთომოპოვებითი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, ლიკვიდაციის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა, აგრეთვე თვითნებური მშენებლობა სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ადგილას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე

1. წიაღით (გარდა მიწისქვეშა მტკნარი წყლისა) სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, ან წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სერვისები