საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი
საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი

საქართველოს ტერიტორიაზე რადიაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან  სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი

1. საქართველოს ტერიტორიაზე რადიოაქტიური, სახიფათო ნარჩენების ტრანზიტი ან იმპორტი, ან არასახიფათო ნარჩენების იმპორტი განთავსების მიზნით, ან სახიფათო ნარჩენების უკანონო ექსპორტი – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე.

 

მასობრივი განადგურების იარაღის, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი

მასობრივი განადგურების იარაღის ან მისი გადაზიდვის საშუალების, შეიარაღების ან სამხედრო ტექნიკის შესაქმნელი ტექნოლოგიის, მეცნიერულ-ტექნიკური ინფორმაციის ან მომსახურების უკანონო ექსპორტი, რომლის მიმართაც დადგენილია სპეციალური საექსპორტო კონტროლი, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

სერვისები