მეკობრეობა
მეკობრეობა

მეკობრეობა

1. მეკობრეობა, ესე იგი წყლის ხომალდზე ან სხვა მცურავ საშუალებაზე თავდასხმა სხვისი ნივთის დასაუფლებლად, მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება:

ა) არაერთგზის;

ბ) რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

 

აფეთქება

1. ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი საზოგადოებრივ ადგილზე, საჯარო დაწესებულებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში ან ინფრასტრუქტურის ობიექტზე ანდა მის წინააღმდეგ, სიცოცხლის მოსპობის ან სხეულის მძიმე დაზიანების გამოწვევის ან/და აღნიშნული ადგილის, დაწესებულების, სისტემის ან ობიექტის დაზიანების მიზნით, როცა ეს დაზიანება იწვევს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დანაკარგს, ან მას, სავარაუდოდ, მოჰყვება ასეთი დანაკარგი, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ასეთი დანაშაულისათვის; გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია; ბ) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

სერვისები